top of page

აუცილებლად სანახავი ადგილები აბუ დაბიში!


Sheikh Zayed Grand Mosque - არის ქვეყნის ყველაზე დიდი მეჩეთი და ერთ-ერთია მსოფლიოს ექვსი უდიდესი მეჩეთიდან. სახელი ეწოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის შეიხ ზაიედ იბნ სულთან ალ-ნაჰიანის პატივსაცემად, რომელიც იქვეა დაკრძალული. მეჩეთი ოფიციალურად გაიხსნა 2007 წლის რამადანის თვეში.ის საკულტო ადგილია ყოველდღიური, პარასკევის და სადღესასწაულო ლოცვებისთვის.

სალოცავი სახლი აღჭურვილია 82 გუმბათით, 1000-ზე მეტი სვეტით და თეთრი და ოქროსფერი ფასადით. მე­ჩე­თის ყვავილების ეზო მარ­მა­რი­ლო­თია და­ფა­რუ­ლი, მას­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბის მო­ზა­ი­კაა და­ტა­ნი­ლი. ის უდიდესია მსოფლიოში. ხალიჩის ფართობი 5,627 კვადრატული მეტრია და მასზე მუშაობდა დაახლოებით 1200 ფეიქარი, 20 ტექნიკური პერსონალი და 30 მუშა. ამ ხალიჩის წონაა 47 ტონა - 35 ტონა მატყლი (უპირატესად გამოყენებულია ახალი ზელანდიის და ირანისმატყლი) და 12 ტონა ბამბა. ხალიჩის სტრუქტურაში 2 268 000 კვანძია.მის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა.


Emirates Palace - ემირატების სასახლე, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა აბუ დაბიში. შენობა დააპროექტა ბრიტანელმა არქიტექტორმა ჯონ ელიოტმარეზა რაჰმანიანთან თანამშრომლობით. სასტუმროს დიზაინი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურული ელემენტების: წონასწორობა, გეომეტრია, პროპორცია, რიტმი და იერარქიული აქცენტი, თანმიმდევრულ შერწყმას. შენობის თავზე გრანდიოზული გუმბათია. ასევე დომინირებს ზემოთ მდებარე 114 პატარა გუმბათი. შენობის ფერი ასახავს არაბეთის უდაბნოში ქვიშის სხვადასხვა ჩრდილებს. სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2001 წლის დეკემბერში.

Emirates Palace შედგება 394 რეზიდენციისგან, მათ შორის 92 ლუქსი და 22 ოთახი. ერთი ფრთიდან მეორე ფრთამდე ერთი კილომეტრია. 1,3 კილომეტრზეა გადაჭიმული კერძო სანაპირ ზოლი, წყალქვეშა მუზეუმით. 2500 ადამიანისთვის განკუთვნილი უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი. გარე ტერასები და სასტუმროს დარბაზები იტევს დაახლოებით 20 000 სტუმარს.

სასტუმროში მდებარეობს 40 საკონფერენციო დარბაზი, 2 დიდი ფიტნეს დარბაზი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ფრთაში, 3 საბავშვო კლუბი, 85 ბოტანიკური ბაღი, თეთრი იახტები და ლიმუზინები. თეთრი ქვიშის სანაპირო, საცუარო აუზები, შადრევნები და სპა ცენტრები., 40 – ზე მეტი შეხვედრის ოთახი, იახტების სადგომი, 2 მოედანი ვერტმფრენისათვის, მრავალფეროვანი მდიდრული მაღაზიები და 13 საერთაშორისო რესტორანი.


The Corniche- ყველაზე საკულტო ადგილია, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს ხედებს დასავლეთის ყურის ქალაქზე და სანაპიროზე 7 კილომეტრიან გასეირნებას, მას ხშირად სტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მოიცავს საბავშვო სათამაშო ადგილებს, ცალკე ველოსიპედისა და საცალფეხო ბილიკებს, რესტორნებს, კაფეებს და კორნიშის პლაჟს.


Desert tours abu dhabi -უდაბნოს ტურები - აქტივობა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ, როდესაც მიდიხართ მსოფლიოს ამ ნაწილში და აპირებთ განიცდით არაბთა გაერთიანებული საემიროების ოქროსფერი ქვიშის სიმხურვალე, ბედუინებთან ვახშამი და საღამოს ცეკვები, ეს ყველაფერი თქვენს საოცნებო მოგზაურობას ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად შექმნის.


Marina Mall -მარინა მოლი აბუ დაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ადგილია, ის ყიდვის მოყვარული ხალხის სამოთხეა. უზარმაზარ სავაჭრო კომპლექსში განთავსებულია 400-ზე მეტი მაღაზია, გასართობი ცენტრები და კაფე-რესტორნები


Al Ain Oasis- ალ აინ ოაზისი- პარკი, რომელიც იკავებს ცენტრალურ ალ აინის თითქმის 3,000 ჰექტარს, ცნობილია ფინიკის პალმებით. ეს ბუნებრივი საოცრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის სოფლის მეურნეობისა და წყალმომარაგებისთვის 4000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბუნებრივი სილამაზითა და მდიდარი ისტორიით მდიდარი ალ აინი, არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდაცვლილი მამის, შეიხ ზაიედის დაბადების ადგილი, იდეალური ადგილია ახალი თავგადასავლების საძიებლად, ადგილობრივი კულტურის შესასწავლად ან უბრალოდ განტვირთვისთვის.


Louvre Abu Dhabi- პირველი უნივერსალური მუზეუმი არაბულ სამყაროში, რომელიც თარგმნის და ხელს უწყობს კულტურებს შორის ღიაობის სულისკვეთებას. ხელოვნების მოყვარულთა ეს ოცნება აჩვენებს ისტორიული, კულტურული და სოციოლოგიური მნიშვნელობის ნამუშევრებს უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე.


Warner Bros. World™ Abu Dhabi- მსოფლიოში პირველი Warner Bros.-ის ბრენდირებული დახურული თემატური პარკი! როდესაც ფეხს ადგამთ Warner Bros.-ის კარში, მოემზადეთ თქვენი საყვარელი პერსონაჟების დედამიწაზე სანახავად. 1,65 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობის პარკში ერთი დღის გატარება მარტივია, რადგან საათებს ხარჯავთ 29 გასაოცარ მგზავრობას შორის! ინტერაქტიული ოჯახური ატრაქციონები და ნამდვილი გართობა გარანტირებულია.


Ferrari World - ნამდვილად ღირს ამ გასართობ პარკში წასვლა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მომაჯადოებელი ატრაქციონებით. თუ ფიქრობთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ Ferrari World-ში, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებლობა თქვენი ვიზიტიდან, უნდა შეადგინოთ სუპერ სახალისო აქტივობების სია: 1. ისიამოვნეთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონით

2. მთავარი გამოცდილება - კარტინგი (KARTING)

3. ისიამოვნეთ შოუთი Ferrari World-ში

4. ნებისმიერის ოცნება - ატარე ფერარი

5. ისადილე ფერარის სამყაროში

6. იშოპინგე

7. იფრინეთ 30 წუთის მანძილზე ფერარის სამყაროში(Experience Ziplining)

8. ისიამოვნეთ ფერარის წითელ ხალიჩაზე სეირნობით, საკულტო წითელ სახურავზე




61 views0 comments

Comments


bottom of page