ბელარუსში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ პირველი შესვლის თარიღიდან 90 დღე ერთ კალენდარულ წელიწადში. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლიდან 10 დღის ვადაში უნდა მოახდინონ რეგისტრაცია ადგილობრივ მიგრაციის სამსახურებში.
სავალდებულოა ბელარუსის რესპუბლიკაში 10 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის ოდენობის შეტანის ან გატანის შემთხვევაში დეკლარირების განხორციელება.
დეკლარირების გარეშე 10 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის ქვეყანაში შეტანა ან გატანა აკრძალულია. ხსენებული ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ითვალისწინებს ბელარუსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 14.5 მუხლის თანახმად ჯარიმას, 10 საბაზო ერთეულიდან 30 საბაზო ერთეულამდე (საბაზო ერთეული - 180 000 ბელ. რუბლი = 11.8 აშშ დოლარი) თანხის კონფისკაციას.
ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში:
მისამართი: კრწანისის ქ.18, 0114 თბილისი ტელ.: +995 32 223 41 10
ელ.ფოსტა: ge.consul@mfa.gov.geვებ-გვრდი: https://georgia.mfa.gov.by/ru/ წყარო: იხილეთ აქ #ბელარუსი
Comments