top of page

გერმანიაში გასამგზავრებად საჭირო საბუთები

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • დღიური მინიმალური თანხა: 45 ევრო

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური სახსრების არსებობის დადასტურება - ნაღდი ფულის, სამგზავრო ჩეკების ან საკრედიტო ბარათების წარდგენის საფუძველზე - არ არის შესაძლებელი, მოითხოვება ვალდებულების წერილის ორიგინალის წარდგენა (Verpflichtungserklärung).

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  გერმანული მხარე არ ითხოვს გერმანიის საზღვარზე დადგენილი ფორმის დამოწმებული მოწვევის ქონას. შესაძლებელია მასპინძლის არაფორმალური მოწვევის წარდგენა, თუ განთავსება ამ უკანასკნელის ბინაში ხდება.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით. წყარო : იხილეთ აქ


11 views0 comments

Comments


bottom of page