საქართველოს მოქალაქეს რომელიც მიემგზავრება ქაიროში ან ჰურგადაში ესაჭიროება ვიზა. ეგვიპტის რესპუბლიკაში შესასვლელი ტურისტული კატეგორიის ვიზები გაიცემა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას 15 დღის მოქმედების ვადით.
ერთჯერადი ვიზის ღირებულებაა $25, ხოლო მრავალჯერადის $35.
გამონაკლისს წარმოადგენს შარმ-ელ-შეიხი , სადაც ვიზის აღება საზღვარზე ნებაყოფლობითია და შეგიძლიათ არ აიღოთ თუკი არ გეგმავტ შარმის ტერიტორიის დატოვებას.
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_83592015a74d4cdca57e5a9682f4bcbf~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_653,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_83592015a74d4cdca57e5a9682f4bcbf~mv2.jpg)
ჩაფრენისას თქვენი დამხვედრი კომპანიის წარმომადგენელი გაძლევთ შესავსებ ბლანკს და გთავაზობთ თვიტონ შეგივსოთ ეს საბუთი (2 - 5 დოლარის სანაცვლოდ).
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მომსახურება ან იქონიოთ თან კალამი და თქვენით შეავსოთ ერთი პატარა ფურცელი.
როგორ ივსება ეგვიპტის ტურისტული ბარათი?
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_e9fc24ff0f374acab34496dfc2d71dc9~mv2.webp/v1/fill/w_519,h_794,al_c,q_85,enc_auto/43357b_e9fc24ff0f374acab34496dfc2d71dc9~mv2.webp)
ყველა გრაფა ივსება ლათინური (დიდი) ასოებით : ABC...
Trip No : აქ იწერება რეისის ნომერი რომლითაც ჩაფრინდით. (ის შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ჩასხდომის ბარათზე)
Arriving from : საიდან ჩამოფრინდით და ვუთითებთ საიდან ჩაფრინდით მაგალითად:
თბილისი. თუ ფრენა გადაჯდომით გქონდათ მაშინ მიუთითეთ ქალაქი საიდანაც უშუალოდ შემოფრინდით. მაგ: გაქვთ რეისი : თბილისი - სტამბული - ჰურგადა ვუთითებთ სტამბულს.
Family Name : გვარი
Name : სახელი
Date & Place of Birth : დაბადების თარიღი და ადგილი
Nationality : მოქალაქეობა ( საქართველო ანუ Georgia)
Pasport Number : პასპორტის ნომერი
Address In Egypt : აქ პირდაპირ სასტუმროს სახელს წერთ სადაც მიდიხართ
Purpose Of Arrival : მოგზაურობის მიზეზი.
Accompanied on The Passport : რჩება ცარიელი რადგანაც საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეს აქვს თავისი პასპორტი და მისთვის ეს ფურცელი ივსება დამოუკიდებლად.
Comentários