მოკლევადიანი ტიპის ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი
სავიზო განაცხადი (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი), რომელიც ივსება ელექტრონულად შემდეგ ინტერნეტ ბმულზე: www.visas.inis.gov.ie
პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება თქვენს მიერ ირლანდიიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და მისი ასლი (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდისა);
2 ბიომეტრიული ფოტო, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
მოქმედი და ვადაგასული ვიზების ასლები;
სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ირლანდიის მთელ ტერიტორიაზე პირის დაგეგმილი მთლიანი პერიოდის განმავლობაში. მინიმალური სადაზღვეო უზრუნველყოფა უნდა შეადგენდეს 30.000 ევროს;
ბილეთის ჯავშანი;
სასტუმროს ჯავშანი;
ცნობა სამსახურიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ინფორმაცია განმცხადებლის თანამდებობისა და ხელფასის შესახებ;
ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა);
სტუდენტებისა და მოსწავლეების გამგზავრების შემთხვევაში, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სკოლიდან, ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული;
საკონსულო მოსაკრებელი- 60 ევრო;
არასრულწლოვნების შემთხვევაში:
არასრულწლოვანი განმცხადებლის დაბადების მოწმობის ორიგინალი ასლთან და ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
ორივე მშობლის თანხმობა, ნათარგმნი ინგლისურად და ნოტარიულად დამოწმებული;
მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობის ორიგინალი ასლთან და ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
მშობლების პასპორტის ასლი.
ირლანდიის ვიზის მიღების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ საელჩოში სავიზო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ირლანდიის საელჩოს ბულგარეთის რესპუბლიკაში. საჭიროების შემთხვევაში საელჩომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა არის 10 სამუშაო დღე.
ირლანდიის მოკლევადიანი ვიზა გაიცემა ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
ქ.სოფიაში ირლანდიის საელჩოს მისამართი:
26-30 Bacho Kiro Street, 1000 Sofia-Bulgaria
ტელ: (+359 2) 985-34-25;
ფაქსი: (+359 2) 983-33-02;
ელ.ფოსტა: sofiaembassy@dfa.ie
ვებ-გვერდი: www.dfa.ie
ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.dfa.ie წყარო: იხილეთ აქ ჩვენი ტურები: ირლანდია,დუბლინი #ირლანდია #დუბლინი
Comments