ისლანდიაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
დღიური მინიმალური თანხა: ყოველი დღისთვის 4 000 ისლანდიური კრონი (28,83 ევრო) და დამატებით, ისლანდიაში თითოეულ შესვლაზე 20 000 კრონი (144,13 ევრო)
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: მოწვევის წერილი არ მოითხოვება. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა მოითხოვოს სასაზღვრო პოლიციამ დამატებით დოკუმენტაცია.
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
წყარო იხილეთ აქ
Comentários