top of page

ლატვიაში გასამგზავრებად საჭირო საბუთები


ლატვიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • დღიური მინიმალური თანხა:

  • 30 დღემდე გადახდილი საცხოვრებელის და ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფის შემთხვევაში, მგზავრს ხელზე უნდა გააჩნდეს დღიური სახარჯო თანხა 14 ევრო.

  • უფრო მეტი ხანგრძლივობით დარჩენის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს მისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი, მითითებული თანხით, ამ ანგარიშით სარგებლობის შესაბამისი ბარათი, ან საკრედიტო ბარათი, ან ნაღდი თანხა.

თუ მომწვევი პირი უზრუნველყოფს მგზავრის ლატვიის რესპუბლიკაში ცხოვრებას, მგზავრმა თან უნდა იქონიოს მომწვევი პირისგან ფინანსური უზრუნველყოფის საგარანტიო წერილი, შესაბამისი თარიღების მითითებით.

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  თუ მგზავრი სტუმრად რჩება ლატვიის მოქალაქესთან ან ბინადრობის მფლობელ პირთან, თან უნდა იქონიოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ბინადრობის ნებართვის ასლი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი.

ასევე, სასურველია, თუ წარადგენს მომწვევი პირის ხელმოწერით დადასტურებულ მოწვევის დოკუმენტს, რომელიც გაიცემა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხების ოფისში-Office of the Citizenship and Migration Affairs. ეს მოწვევის ფორმა ამ დროისთვის სავალდებულო არ არის.

 

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.


5 views0 comments

Comentarios


bottom of page