top of page

პოლონეთში გასამგზავრებად საჭირო საბუთები






პოლონეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • დღიური მინიმალური თანხა: ტურისტული მოგზაურობისას ან ახლობლების მოსანახულებლად მიმავალი პირისათვის:

  • თუ პოლონეთში ყოფნის ვადა არ აღემატება 4 დღეს, სავალდებულო მინიმალური თანხა შეადგენს 300 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 70 ევრო), სასტუმროს ხარჯის გარეშე;

  • თუ პოლონეთში ყოფნის ვადა აღემატება 4 დღეს, დღიური თანხა (სასტუმროს ხარჯის გარეშე) შეადგენს მინიმუმ 75 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 20 ევრო), ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

  • თუ პირს არ გააჩნია უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ხელზე უნდა ჰქონდეს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად განკუთვნილი შესაბამისის თანხა, მინიმუმ 2500 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 600 ევროს) ოდენობით; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

 


ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი საზღვრის კვეთისას/ვერ წარადგენს სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მოქმედ ჯავშანს. მოწვევის წერილი დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა გაფორმდეს შესაბამის სავოევოდო ოფისში.

მოწვევის წერილი არის შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთიც, რადგან მომწვევი პირი საკუთარ თავზე იღებს მოწვეული მოქალაქის პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნითმგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთანერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით..


წყარო : იხილეთ აქ


ჩვენი ტურები : ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, კატოვიცე, გდანსკი, პოზნანი



18 views0 comments

Comentarios


bottom of page