პორტუგალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
დღიური მინიმალური თანხა:
40 ევრო დღიურად
ამას ემატება ქვეყანაში შემოსვლის ერთჯერადი თანხა 75 ევროს ოდენობით.
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, სერტიფიცირებული ჩეკების, სამგზავრო ჩეკების, ან საკრედიტო ბარათების წარდგენის გზით.
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში თუ მგზავრი ვერ წარადგენს სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს. წერილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ან ხელმოწერილი ადგილობრივი ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატის მიერ
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით. წყარო: იხილეთ აქ ჩვენი ტურები: პორტუგალია,პორტო,ლისაბონი #პორტუგალია #პორტო #ლისაბონი
Comments