ბალიზე ბიუჯეტურად დასვენება შესაძლებელია. ეს კუნძული მისი სილამაზის გამო საერთაშორისო ასპარეზზეა გასული. სასიამოვნო ატმოსფერო ბევრს უბიძგებს აქ საცხოვრებლად გადმოვიდნენ. ჩვენ აქ ბევრ აქტივობას გთავაზობთ.
გაჯანსაღდით უბუდში
ეს პატარა სპა-ქალაქი (Ubud) სიჯანსაღის და სულიერების ჰაბია მთელ სამხრეთ აზიაში. აქ ჯანსაღი საკვები, იოგა და თვითგანვითარების ბევრი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ სანაპირო არაა, ბალიზე მაინც ტოპ მიმართულებაა.
სცადეთ სერფინგი
ბალი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მიმართულებაა სერფინგის შესასწავლად. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის არასდროს გამოგიცდიათ, მიეცით აქ შანსი. საუკეთესო ადგილი ამ გამოცდილებისთვის კუტას დასახლებაა.
გაირუჯეთ სამხრეთ ბალიზე
ბალის ყველაზე ფართო და პოპულარული სანაპიროები Ngurah Rai-ის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს. კუტა, ლეგიანი და სემინიაკი კუნძულის ყველაზე დატვირთული ნაპირებია. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ, წამოწვეთ ქოლგების ქვეშ, დალიოთ ქოქოსი და დატკბეთ მზით.
სნორკელინგი პემუტერანში
პემუტერანი ბალის გამორჩეული ადგილია, რადგანაც აქ ულამაზესი წყლისქვეშა კლდეები და ზღვის ბინადრები არიან. სანაპიროზე მშვიდი წყალია და სნორკელინგისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. აქ ბევრი საოჯახო სასტუმრო და რესტორანია.
გაერთეთ კანგუზე
Canggu – არის ბალის ის მიმართულება, რომელიც მასიური წვეულებების ლოკაციად იქცა. სანაპიროს ბარებში პირდაპირ ქვიშაზე იცეკვებთ და მზის ჩასვლის საოცარი ხედებით დატკბებით.
გაისეირნეთ ბრინჯის ტერასებზე
Rice Terraces, Tegallalang – მწვანე ბილიკებივით ფერდობია, რომლის ფოტოებსაც ბალის სავიზიტო ბროშურებზე ხშირად იყენებენ. ტაგალალანგში ყველაზე ცნობილი ტერასებია. ის უბუდიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
ეწვიეთ ანტიკურ ჰინდუს საყდარს ბატურის მთაზე
ესანტიკური საყდარი ბატურის მთის დასავლეთით მდებარეობს და ის საუკუნეებს ითვლის. საყდრიდან კუნძულზე საოცარი ხედები იშლება. უბუდი ერთი საათის გზაზეა.
იპოვეთ სიმშვიდე ბედუგალში
ეს მშვიდი ტბის სივრცე ბალის ერთგვარი სარელაქსაციო ადგილია. აქ მორიგი ჰინდუს ტაძარი მდებარეობს. ბოდუგალი აეროპორტიდან ორი საათის გზაზეა.
იხილეთ მაიმუნის ტყე
Monkey Forest – უბუდის სამხრეთით მდებარეობს და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. აქ ცოცხალი მაიმუნები ვიზიტორების ყურადღებას იქცევენ: პარავენ ნივთებს და თამაშობენ. პარკი ღიაა დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 6-ის ნახევრამდე. შესვლის ღირებულება 5.70$.
მოინახულეთ ლამაზი ჩანჩქერი
ბალიზე უამრავი მომხიბვლელი ჩანჩქერია. თუმცა, კუნძულზე ყველაზე პოპულარულის სტატუსით – Gitgit Waterfall ასპარეზობს. შეგიძლიათ წაიღოთ საცურაო კოსტიუმი და ჩანჩქერის ქვეშ იცურაოთ.
Comments