შარმ ელ შეიხი მდებარეობს ეგვიპტის აღმოსავლეთ ჩრდილოეთით, საოცარი საზღვაო ცხოვრებით. ქალაქი შარმ ელ შეიხი სხვა არაფერი იყო, თუ არა პატარა მეთევზეთა ქალაქი 1968 წლამდე, როდესაც ეგვიპტის მთავრობამ გააცნობიერა, რომ მდიდარი ფანტასტიკური ქვიშიანი პლაჟი, შესანიშნავი ამინდი და იშვიათი საზღვაო ცხოვრება ხელსაყრელი იყო ახალი საინტერესო დასაწყისისთვის, ქალაქი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი მთელ მსოფლიოში. იმისათვის რომ თქვენი მოგზაურობა ამ შესანიშნავ ადგილზე კიდევ უფრო კომფორტული და დაცული იყოს გაგაცნობთ რამოდენიმე საჭირო ინფორმაციას:
ვიზა : შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ვარიატი:
უფასო ვიზა - ტურისტებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ 14 დღიანი ვიზით, რომლის მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ უფლება მხოლოდ სინაის ნახევრკუნძულზე იმოგზაუროთ.
ვიზა 25$ - ამ თანხის გადახდის შემთხვევაში თქვენ იღებთ სრულფასოვან ტურისტულ ვიზას, რომლითაც შესაძლებლობა გაქვთ იმოგზაუროთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში.
ვალუტა:
ეგვიპტის ეროვნული ვალუტაა - ფუნტი (EGP). თქვენ შეგიძლია ნებისმიერი ნივთი დოლარით ან ევროთი შეიძინოთ, თუმცა არასახარბიელო კურსით, ამიტომ სჯობს თუ თავიდანვე იქონიებთ ეგვიპტის ეროვნულ ვალუტას.
რელიგია და კულტურა:
ეგვიპტე - ეს მუსლიმანური ქვეყანაა ბევრად უფრო მკაცრი ქცევის ტრადიციებით და ჩაცმულობის სტილით.
გაითვალისწინეთ :
ეგვიპტური სამზარეულო განსხვავდება ჩვენისაგან. ფრთხილად იყავით სასტუმროს გარეთ უცხო კერძების დაგემოვნებისას
არ დალიოთ წყალი ონკანიდან.
საღამოს სეირნობისას, რაც არ უნდა ცხელოდეს, წაიღეთ თბილი მოსასხამი.
არ ატაროთ თან პასპორტი სასტუმროს ტერიტორიის გარეთ სეირნობისას. უმჯობესია იქონიოთ ქსეროასლი. პასპორტი და პირადი ნივთები შეინახეთ სეიფში.
ეგვიპტიდან არ შეიძლება ანტიკვარული ნივთების გატანას სუვენირადაც კი.
აუცილებლად წაიღეთ მზისგან დამცავი, ქარიან სანაპიროზეც რომ მოხვდეთ მაინც საშიშია.
კლიმატი:
ეგვიპტეში უდაბნოს ტროპიკული კლიმატია, ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, როდესაც ტემპერატურა შესაძლოა +50 °C-მდე ავიდეს. ეგვიპტეში ზამთარშიც კი შესაძლებელია ცურვა და გარუჯვა. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე ცივ პერიოდში - თებერვალში +20-25 °C. ზამთრის სეზონზე საღამოობით აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი.
Comments