1. ეწვიეთ ბრანდენბურგის კარიბჭეს
ბრანდენბურგის კარიბჭე ერთ-ერთი სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც მდებარეობს ბერლინის ცენტრში. ის არის გაერთიანებული გერმანიის სიმბოლო და დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა. სწორედ აქ იკრიბება ბერლინის მოსახლეობა ახალი წლის აღსანიშნათ.
2. მოინახულეთ რაიხსტაგის შენობა
ეს გერმანიის პარლამენტის შენობაა, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დაიწყო და 1894 წელს დასრულდა. მის სანახავად ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის. მათ უმეტესობას ამ შენობის რთული და მრავალფეროვანი ისტორია იზიდავთ, რომელიც მოიცავს გერმანიის ისტორიასა და მეორე მსოფლიო ომს. შენობის მთავარი შესასვლელის თავზე გაკეთებულია წარწერა: “გერმანელ ხალხს”.
3. ბერლინის სამუზეუმო კუნძული
ეს არის კუნძული, სადაც მსოფლიოში ცნობილი 5 მუზეუმია განთავსებული: პერგამონის, ბოდეს მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ძველი ეროვნული გალერეა და ძველი მუზეუმი. ეს კუნძული თითქმის სულ განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა კვლავ აღადგინეს და ის აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად.
4. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი
ეს მემორიალი მდებოარეობს ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახლოს. ის ლაბირინთის მსგავს 2000-ზე მეტი ბეტონის ფილისგანაა აგებული. ის ეძღვნება ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ებრაელთა ხსოვნას.
5. ბერლინის სატელევიზიო ანძა
ის 203 მეტრის სიმაღლისაა და ბერლინის ყველა უბნიდანაა შესაძლებელი მისი დანახვა. ანძას ადგილობრივები “ბერლინის ეიფელის კოშკსაც” უწიდებენ. მას ბევრი მნახველი ჰყავს და არც არის გასაკვირი, რადგან იქედან ქალაქი ხელის გულივით იშლება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.
6. აუცილებლად ესტუმრეთ ბერლინის ბოტანიკურ ბაღს
თუ ბერლინს წელიწადის თბილ სეზონზე ესტუმრებით, აუცილებლად მოინახულეთ ბოტანიკური ბაღი. სწორედ გერმანიაში ევროპის ეს ერთ-ერთი უძველესი ბაღი . აქ ნახავთ ათობით ათას ეგზოტიკურ მცენარესა და ყვავილს.
7. რეტრო-ავტომობილების მუზეუმი
ეს მუზეუმი არც ერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს, და არა მხოლოდ მამაკაცს, ქალბატონებიც ხსირად სტუმრობენ ამ ადგილს. აქ შეხვდებით სხვადასხვა მარკის ძველ ავტომობილებს და ასევე ექსპერიმენტულ სუპერავტომობილებს.
8. უზარმაზარი აკვარიუმი AquaDom
ეს ცილინდრული ფორმის აკვარიუმი მდებარეობს Radisson SAS Berlin სასტუმროს ფოიეში. მისი მოცულობა 1.000.000 ლიტრია და ის სავსეა უამრავი ეგზოტიკური თევზებითა და წყალმცენარეებით. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, აქ შეგიძლიათ აკვალანგით იცურაოთ და ეს დიდ აღფრთოვანებას იქვევს მნახველებში.
Comments