1.წმინდა მარკოზის ბაზილიკა (სან მარკოს ბაზილიკა) – St. Mark’s Basilica
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_5560951270cb49139b9ea0c6b4907edd~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_653,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_5560951270cb49139b9ea0c6b4907edd~mv2.jpg)
ეს დახვეწილი ეკლესია დგას ამავე სახელწოდების პიაცაზე. ეკლესია აშენდა წმინდა მარკოზ მახარებლის პატივსაცემად. თუ ყურადღებით დააკვირდებით ეკლესიის ცენტრალურ ღობეს, შეგიძლიათ იხილოთ წმინდა მარკოზის ქანდაკება ვენეციის ემბლემასთან ერთად (ლომი ფრთებით).
2. გრანდ არხი – Grand Canal
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_f805600a6f5041dabe3c978411b310c3~mv2.webp/v1/fill/w_980,h_654,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_f805600a6f5041dabe3c978411b310c3~mv2.webp)
ვენეციის მთავარ ქუჩად მიჩნეული 2 მილის სიგრძის გრანდ არხი არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით ან საზოგადოებრივი წყლის ავტობუსით, რომელიც შედარებით იაფი დაგიჯდებათ.
3. გოდების ხიდი – Bridge of Sighs
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_29398d109cc444259f5090a04bb6830f~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_650,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_29398d109cc444259f5090a04bb6830f~mv2.jpg)
საუკუნეების წინ გოდების ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდდნენ სანყაროს და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ მას.
ვენეციური ცნობის თანახმად, თუ ორი შეყვარებული კოცნის გონდოლაზე ხიდის ქვეშ, ისინი მარადიულ ნეტარებას მიიღებენ.
4. წიგნების მაღაზია Libreria Acqua Alta
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_b6038684b44a4a32bf9b46703efd0349~mv2.webp/v1/fill/w_980,h_551,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_b6038684b44a4a32bf9b46703efd0349~mv2.webp)
ეს სპეციალური წიგნის მაღაზია მდებარეობს ვენეციის კუნძულზე, კასტელოს რაიონში. წიგნის მაღაზია უნიკალურია აქ წარმოდგენილი წიგნების გამო, ასევე ოთახის შუაში ნახავთ წიგნებით სავსე ნავის და ასევე რამდენიმე კატასა, რომლებიც ამ მაღაზიაში ცხოვრობენ. სხვათა შორის, Acqua Alta იტალიურად მაღალ წყალს ნიშნავს.
5. პონტე დი რიალტოს ხიდი – Ponte Di Rialto Bridge
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_1817fb5c9d7e4bc4b90841fd566402a1~mv2.jpg/v1/fill/w_673,h_446,al_c,q_80,enc_auto/43357b_1817fb5c9d7e4bc4b90841fd566402a1~mv2.jpg)
რამდენიმე საუკუნის წინ, თუ გინდოდათ გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო. დღეს კი არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია.
6. გალერეა Dell’Accademia
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_b7e982890ba94ab6859bacf5c2dd9c24~mv2.webp/v1/fill/w_980,h_551,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_b7e982890ba94ab6859bacf5c2dd9c24~mv2.webp)
გალერეა ინახავს ვენეციური ხელოვნების უდიდეს კოლექციას, ისეთი მხატვრების შედევრებს, როგორებიცაა ტიზიანო, ვერონესი, კანალეტო და ბელინი. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო გალერეა.
მისი შექმნის დღიდან კოლექცია გაიზარდა კერძო შემოწირულობებისა და შენაძენების წყალობით. ამჟამად ის 800-ზე მეტი ნახატისაგან შედგება.
7. დოჟების სასახლე – Doges’ Palace (Palazzo Ducale)
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_fed3b8c126c44fb6a57143ea16be878f~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_677,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_fed3b8c126c44fb6a57143ea16be878f~mv2.jpg)
ვენეციური ლაგუნის ხედები დოჟების სასახლეს გამორჩეულს ხდის. ამ სასახლეში სრულდებოდა ყველაფერი აღსრულების ბრძანებებიდან დაწყებული ვენეციელი ლიდერების საქმეებით დამთავრებული. საიდუმლო გადასასვლელებისა და ფარული კარების ქსელი კი აშკარად იდუმალ წარსულზე მიგვითითებს.
8. დაათვალიერეთ კანარეგჯოს რაიონი – Cannaregio District
![](https://static.wixstatic.com/media/43357b_88d04004918347f5a2fa6366412b1277~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_653,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/43357b_88d04004918347f5a2fa6366412b1277~mv2.jpg)
კანარეჯიოს რაიონი მდებარეობს ვენეციის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ავთენტური და ნაკლებად ტურისტული ტერიტორია არის ის ადგილი, სადაც არაერთი ცნობილი იტალიელი ცხოვრობდა საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის მარკო პოლო და ტინტორეტო.
Cannaregio არის ქალაქის ებრაული სამეზობლო. შობის დროს უბნის ეს ნაწილი ლამაზად არის მორთული ჰანუკას აღსანიშნავად. ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებაც არ უნდა გამოტოვოთ Cannaregio-ში, არის Ca d’Oro, ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი სასახლე ვენეციაში, რომელიც ამჟამად ღიაა საზოგადოებისთვის.
Comentários