top of page

სლოვენიის რესპუბლიკაში გასამგზავრებად საჭირო საბუთები






სლოვენიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • დღიური მინიმალური თანხა:

  • 70 ევრო;

  • მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხლებით) თანხა შეადგენს - 35 ევროს


მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

 


ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:   მოწვევის წერილი სავალდებულო არ არის

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნითმგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთანერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.


წყარო : იხილეთ აქ


ჩვენი ტურები : სლოვენია



6 views0 comments

Comments


bottom of page