შვედეთის სამეფოში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
დღიური მინიმალური თანხა: დღეში 450 შვედური კრონი (დაახლოებით 45 ევრო).
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი თანხა იყოს უფრო ნაკლები, მაგალითად ბავშვების შემთხვევაში, ან თუ განთავსების ხარჯები წინაწარ არის გადახდილი, ან საცხოვრებლით და ცხოვრების ხარჯებს უზრუნველყოფს მომწვევი პირი.
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: უნდა გააჩნდეს წერილობითი მოწვევა ოჯახის წევრისგან ან მეგობრისგან, ან სასტუმროს ჯავშანი. მოწვევის წერილი არ საჭიროებს რაიმე დამატებით დამოწმებას.
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
ინფორმაციის წყაროს გაეცანით აქ
ჩვენი ტურები სტოქჰოლმში #სტოკჰოლმი
Comments