მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობა უფრო კომფორტული რომ იყოს Wizz Air გთავაზობთ შემდეგ პირობებს:
დამატებითი პირადი ნივთი ბორტზე (40×30×20 სმ)
უფასო პრიორიტეტული ჩასხდომა 2 ზრდასრულისთვისა და ბავშვების შეუზღუდავი რაოდენობისთვის, ყოველ ჩვილზე, რომელიც მგზავრობს*;
საბავშვო დასაკეცი ეტლის ან მცირე, დასაკეცი სამგზავრო მანეჟის უფასოდ ტრანსპორტირება (გადატანილი იქნება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში);
ადგილების არჩევის საშუალება (დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ), რომ მგზავრობისას მთელი ოჯახი ერთმანეთის გვერდით იყოს;
WIZZ Café, რომელიც გთავაზობთ ფასიან სასმელებსა და მსუბუქ საუზმეულს ბორტზე;
WIZZ Boutique-ის ასორტიმენტი, მათ შორის, სათამაშოები და მცირე ზომის საჩუქრები. აიტანეთ ბორტზე ავტოსავარძელი!
ავტოსავარძლის უსაფრთხოების მოთხოვნები
ბორტზე დაიშვება მხოლოდ უკან მიმართული საბავშვო ავტოსავარძლები;
მას უნდა ჰქონდეს სპეციალური ფიქსატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი საიმედოდ დამაგრება მგზავრის უსაფრთოხების ღვედით.
უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აფრენისას და დაფრენისას (ასევე, როცა ჩართულია უსაფრთხოების ღვედების ნიშანი) საჭიროა რგოლური ღვედის გამოყენება. რგოლურ ღვედს მოგაწვდით Wizz Air-ის ეკიპაჟის წევრი ჩასხდომისას და ის ფრენის შემდეგ უნდა დააბრუნოთ.
ადგილის დაჯავშნა
ინტერნეტით დაჯავშნისას, მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „INFANT“. გვარის ველში საჭირო იქნება მგზავრის რეალური გვარის შეყვანა.
დამატებითი ადგილის დაჯავშნის შემთხვევაში, ჩვილის მოსაკრებლის გადახდა აღარ დაგჭირდებათ. ჩვილისთვის დამატებითი ბარგის ნორმა გათვალისწინებული არ არის. ის, რისი ატანაც ბორტზე შეგიძლიათ
ბავშვის საკვები და სასმელი, რომელიც უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად უნდა იყოს შეფუთული;
რაიმე სახის საღეჭი აფრენისთვის და დაფრენისთვის (ხშირ შემთხვევაში, პატარებმა არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ყურების დაგუბებისგან);
თითო წყვილი გამოსაცვლელი ტანსაცმელი თქვენთვის და ბავშვისთვის;
დამატებითი მატყუარა საწოვარები (თუ თქვენი ბავშვი იყენებს მათ);
საბავშვო სველი ხელსახოცები;
ბავშვის ჰიგიენური საფენები — თითო მგზავრობის ყოველი საათისთვის;
პატარა სათამაშოები.
Comments