1.დატკბით ქალაქის ხედებით ეიფელის კოშკიდან
პარიზის ხსენებისას პირველ რიგში ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება თვალწინ და ეს გასაკვირიც არაა, ის ხომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. რა თქმა უნდა, პარიზში მოგზაურობა წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის მონახულების გარეშე, საიდანაც საოცარი ხედები იშლება.
ესტუმრეთ ლუვრის მუზეუმს
ეიფელის კოშკთან ერთად, აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის ლუვრის მუზეუმიც მოიაზრება. მსოფლიოს ყველაზე დიდ ხელოვნების მუზეუმს, რომელიც დაახლოებით 38,0000 ნივთს ინახავს, დღეში 1000 -მდე ადამიანი სტუმრობს. პარიზში მოგზაურობისას თქვენ ნამდვილად უნდა იყოთ ლუვრის მუზეუმის ერთ-ერთი სტუმარი.
მოინახულეთ მონმარტი
პარიზის ყველაზე ცნობილი და საინტერესო უბანი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. მონმარტზე თქვენ შეხვდებით კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, მხატვრებს და ხელოვნების წარმომადგენლებს. თუ გსურთ პარიზის არქიტექტურულ შედევრს გაეცნოთ, მონმარტის მთავარი მშვენება – საკრე კერის ბაზილიკა უნდა ნახოთ. რომაულ-ბიზანტიურ სტილში თეთრი კირქვით აგებული ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული სანახაობაა პარიზში.
შონზ-ელიზე და ტრიუმფალური თაღი
თუ გსურთ გლამურული პარიზი თქვენი თვალით ნახოთ, მაშინ აუცილებლად გაისეირნეთ შონზ-ელიზეზე, სადაც ნახავთ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, რესტორნებს. გამზირის დასასრულს კი შეხვდებით პარიზის ულამაზეს მონუმენტურ ნაგებობას, ტრიუმფალურ თაღს.
გაისეირნეთ ლუქსემბურგის ბაღებში
თუ ცოტა ხნით პარიზის აქტიურ და ენრგიულ ატმოსფეროს გინდათ გაექცეთ, ლუქსემბურგის ბაღებისკენ გაეშურეთ. „Jardin du Luxembourg” – პარიზის ულამაზესი პარკია, სადაც ლუქსემბურგის სასახლე მდებარეობს. პარკში შეხვდებით სხვადასხვა სახეობის ყვავილებს, შადრევნებს, ქანდაკებებს, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი დრო მშვიდ და ლამაზ გარემოცვაში გაატაროთ.
გაისეირნეთ ნავით მდინარე სენაზე
თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ ნავი და გაისეირნოთ ყველაზე რომანტიული პეიზაჟის ფონზე. მდინარე სენაზე ნავით გასეირნება ოჯახთან, მეგობრებთან ან თუნდაც მარტო, პარიზში მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება.
მოგზაურობა წარსულში – Retro 2CV ავტომობილით
Retro2CV – არის ცნობილი ფრანგული ვინტაჟური ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ იქირავოთ ქალაქის დასათვალიერებლად. ამ ლეგენდარული ავტომობილით პარიზის ქუჩებში გასეირნებისას იფიქრებთ, რომ წარსულის პარიზში მოხვდით.
გამოიძიეთ დანაშაული ლუქსემბურგის ბაღში
ლუქსემბურგის ბაღში შეგიძლიათ კრიმინალურ გამოძიებაში ჩაერთოთ, ეს შეიძლება იყოს სერიული მკვლელის კვალზე გასვლა ან რამე მსგავსი. ასეთი აქტივობა თქვენ მოგზაურობას ნამდვილად მხიარულს და საინტერესოს გახდის.
განძის ძიება
კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა პარიზში. თქვენ შეგიძლიათ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ განძის პოვნაში, რომელიც არის წიგნი “le livre des Equilibres”. განძის ძიება “Parc floral”- ში მიმდინარეობს.
ფრანგული სამზარეულო
თუ გსურთ თავი ნამდვილ პარიზელად იგრძნოთ, დილა დაიწყეთ ახლადგამომცხვარი კრუასანით. არ დაგავიწყდეთ ფრანგული ყველის დაგემოვნება, რომლის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი გექნებათ პარიზში. ხოლო, თუ გსურთ თქვენი პარიზში მოგზაურობა სრულყოფილი გახადოთ, აუცილებლად მიირთვით ფრანგული კრეპი, რომელიც ქუჩაში სეირნობისას საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ.
Comments