top of page

დოჰა - ყატარი (ახალი მიმართულება)

სად მდებარეობს დოჰა?

დოჰა — ყატარის დედაქალაქიპატარა ქვეყანა სპარსეთის ყურეში, საუდის არაბეთის მეზობლად,

არაბული კულტურის გულში. მოსახლეობა: 2,679,000 (2023 წ.) რელიგია: უმრავლესობა — ისლამი ვალუტა: კატარული რიალი (QAR)

რამდენ ხანში ჩავფრინდებით თბილისიდან დოჰაში?

სულ რაღაც 3 საათში პირდაპირი

ჩარტერული რეისით Georgian Airways-ით.Hamad International Airport ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს.


საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭირო არ არის.


ჩარტერული რეისები თბილისიდან:შესაძლებელია 3, 4, 7, 10, 11, 14, 15, 18, 21 დღიანი ტური. მოსახერხებელი ჩასვლისა და გამოფრენის დრო.


დოჰას კლიმატი სეზონურად და საცურაო პერიოდი


შემოდგომა (სექტემბერი – ნოემბერი) ჰაერის ტემპერატურა: 24–40°C

ზღვის ტემპერატურა: 26–31°Cსაცურაო შესაძლებლობა: იდეალური კომბინაცია ზღვისა და ჰაერის ტემპერატურის აქტიური ტურისტული სეზონი – პლაჟები, კულტურული სივრცეები, ექსკურსიები ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დოჰაში მოგზაურობისთვის


ზამთარი (დეკემბერი – თებერვალი) ჰაერის ტემპერატურა: 18–25°C ზღვის ტემპერატურა: 20–23°C

საცურაო შესაძლებლობა: შეზღუდულად – დღის საათებში შესაძლებელია რეკომენდებულია ქალაქის დათვალიერება, მუზეუმები, უდაბნოს ტური


გაზაფხული (მარტი – მაისი) ჰაერის ტემპერატურა: 32–39°C

ზღვის ტემპერატურა: 23–28°Cსაცურაო შესაძლებლობა: სრულად რეკომენდებულია იდეალურია პლაჟისთვის, სეირნობისთვის და ექსკურსიებისთვის მზისგან დამცავი საშუალებები აუცილებელია


ზაფხული (ივნისი – აგვისტო) ჰაერის ტემპერატურა: 35–45°C

ზღვის ტემპერატურა: 30–33°C

საცურაო შესაძლებლობა: ზღვა თბილია და იდეალურიაჰაერის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ართულებს ღია სივრცეში აქტივობებს

სასურველია შიდა ლოკაციებზე და საცურაო სასტუმროებზე ფოკუსირება



რატომ დოჰა?

ახალი მიმართულება — ნაკლები კონკურენცია, მეტი შესაძლებლობა

დუბაი უკვე ბევრისთვის ნაცნობი გზაა — თითქმის ყველა გვაქვს ერთხელ მაინც ნანახი. დოჰა კი გპირდებათ სრულიად ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. აქ დაგხვდებათ საოცარი სისუფთავე, სიმშვიდე და კეთილგანწყობილი ატმოსფერო.

კულტურა, ლუქსი და დასვენება ერთ სივრცეში — დოჰა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და არაბულ ტრადიციებს.



ზოგადი ინფორმაცია :

ვალუტა და გადახდები

საშუალო კურსი: 1 QAR ≈ 0.27$ | 1$ ≈ 3.64 QAR → 1 QAR ≈ 0.75 ლარი→ ანუ, თუ რაღაცღირს 100 QAR —

დაახლოებით ₾75-ს შეადგენს


ტრანსპორტი და ტარიფები

ქალაქი კომპაქტურია და გადაადგილება მარტივიამეტრო – სწრაფი, თანამედროვეUber და Karwa ტაქსი – ფართოდ ხელმისაწვდომი და იაფი ტარიფებით


ალკოჰოლის რეგულაციები

ალკოჰოლის საჯარო მოხმარება აკრძალულიადაშვებულია მხოლოდ ლიცენზირებულ ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის მაღაზიები — მხოლოდ რეზიდენტებისთვის

შესაძლებელია სასტუმროების შეთავაზება, სადაც ალკოჰოლი დაშვებულია


ჩაცმის წესები

• საჯარო სივრცეებში საცურაო კოსტუმით ან გახდილი ყოფნა აკრძალულია• სასტუმროების ზონაში, პლაჟებზე და კლუბებში ჩაცმის წესები ლიბერალურია



 
 
 

Comments


bottom of page