top of page
ვენა

ვენა

ყოველ პარასკევს 4 დღიანი ტური ვენაში!
 გ ა ა ტ ა რ ე     WEEKEND  განსხვავებულად!

1 დღე:  ჩაფრენა ქუთაისიდან  ვენაში, ტრანსფერი სასტუმრომდე, თავისუფალი დრო.

  • საღამოს ქალაქის ტური ავტობუსით  18:30ზე -მიმოხილვა->  https://youtu.be/-73tDmgaeAI  90 წუთის მანძილზე მოინახულებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, თავისუფალი დრო, დაბრუნება და ღამისთევა სასტუმროში.
  • ან ლურჯი დუნაის კრუიზი, ვახშამი და საკონცერტო გამოცდილება

2 დღე: საუზმე სასტუმროში, სურვილისამებრ შეგიძლიათ მოინახულოთ

  •  წმინდა შტეფანის ტაძარი, არაჩვეულებრივი სილამაზის გოტიკური შენობა, რომელიც ვენის სიმბოლოდ გადაიქცა.
  • ტაძრის უკან ჰაასის სახლია- ავანგარდული არქიტექტურის შენობა, რომლის სარკისებურ ფანჯრებში წმინდა შტეფანის ტაძარი აირეკლება. მის სახურავზე კაფე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ვენური ყავა მიირთვათ და მოედანს გადმოხედოთ. 
  • შტოკ-იმ-აიზენის მოედანი. აქ ნახავთ შუშის ცილინდრში მოთავსებულ ლურსმნებჩარჭობილ ხეს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვენის მჭედლები მასში ლურსმნებს იღბლის მოსახმობად აჭედებდნენ.
  •  ჰოფბურგის სასახლე - ავსტრიელი იმპერატორების ზამთრის რეზიდენცია. ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც შედგება ბაროკოსა და რენესანსის სტილის მრავალი სასახლისგან, მოედნისგან, ეზოსა და მუზეუმისგან.
  • ფრანც I-ის ძეგლი,  აქვეა ლეოპოლდის ფრთა, რომელშიც დღესდღეობით ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციაა.
  • ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკა, საიმპერატორო საგანძურსა და კაპელას, ვერცხლის ნაკეთობათა კოლექციას და მრავალ სხვას.
  • სეირნობისას დასასვენებლად შეგიძლიათ ბურგარტენის პარკში შეიაროთ. აქ დგას მოცარტისა და გოეთეს ქანდაკებები. არის, აგრეთვე, პალმების ორანჟერეა ტროპიკული მცენარეებით და პეპლების სახლი.
  • პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დასრულდა. შეხედავთ თუ არა მას, მყისვე იგრძნობთ ძველი საბერძნეთის გავლენას.
  • მომდევნო ღირსშესანიშნაობა ვენის რატუშაა - ულამაზესი შენობა 105 მეტრი სიმაღლის კოშკით. ეს არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ქალაქის ბურგომისტრი და საბჭო მუშაობს. აქ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება იმართება: მეჯლისები, კარნავალები, ფესტივალები, დღესასწაულები, საშობაო ვაჭრობა. რატუშის წინ რატუშის პარკია. პარკის ცენტრში, უზარმაზარ ეკრანზე, ზაფხულობით ფილმებს უჩვენებენ, ზამთარში კი უზარმაზარი საციგურაოა გახსნილი.
    დღის ბოლოს დაბრუნება სასტუმროში  და ღამისთევა

3 დღე: საუზმე სასტუმროში, შემდეგ

  •   ჩაჯექით რინგშტრასეზე №1 ტრამვაიში და ჩამოდით გაჩერებაზე Hetzgasse. ფეხით სულ ცოტას გაივლით და დაინახავთ ქალაქის ყველაზე მხიარულ სახლს - ჰუნდერტვასერის სახლს. შეუძლებელია, რომ ის ვერ შეამჩნიოთ.
  • ახლა გეზი ბელვედერის სასახლისკენ ავიღოთ. ამისთვის უნდა ჩავსხდეთ ტრამვაიში №71 (გაჩერება Unteres Belvedere) ან №2, №D (გაჩერება Schwarzenbergplatz). ბელვედერის სასახლე ცნობილი მხედართმთავრის, პრინც ევგენი სავოიელის, საზაფხულო რეზიდენცია იყო. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ზედა ბელვედერი, ქვედა ბელვედერი ორანჟერეით და უზარმაზარი პარკი. ზედა ბელვედერში სამხატვრო მუზეუმია განთავსებული, სადაც ცნობილი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, მათ შორის ავსტრიელი გუსტავ კლიმტის სახელგანთქმული "კოცნა".
  • ახლა კი მეტროს მწვანე U4 ხაზით, №10A ავტობუსით ან №10, №58 ტრამვაით გაჩერება Schonbrunn-ზე ჩამოვიდეთ და შონბრუნის სასახლისკენ გავემართოთ.  ამ ღირსშესანიშნაობას ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს. შონბრუნის სასახლე და პარკი ავსტრიის იმპერატორთა საზაფხულო რეზიდენცია იყო

თუ დრო დაგრჩათ შეგიძლიათ მოინახულოთ:

  • პრატერის პარკი-აქ დგას ე.წ. "ეშმაკის ბორბალი" - ისიც ვენის სიმბოლოდ გადაიქცა - და კიდევ უამრავი ატრაქციონი.
  • ზღვის სახლი-ეს არის ოკეანერიუმი, ტერარიუმი და ზოოპარკი ერთად


დღე 4: ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტამდე და დაბრუნება ქუთაისში.

  • ღირებულებაში შედის :

    • სასტუმრო/
    • საუზმე/
    • ჩექინი/
    • დაზღვევა
  • ღირებულებაში არ შედის :

    • ავიაბილეთები/
    • კრუიზის ბილეთი 140$/
    • ქალაქის ტური ავტობუსით 25$
    • მუზეუმების ბილეთები(სურვილისამებრ)
450,00GELPrice
Quantity
bottom of page