ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისთვის,კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქია ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. თბილისიდან ბარსელონაში გამგზავრება პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი Georgian Airways-ის ავიახაზით, ხოლო ქუთაისიდან Wizzair-ის ავიახაზით. ჩაფრინდებით EL PRAT-ის აეროპორტში, რომელიც ბარსელონადან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა შეგიძლიათ აეროპორტის ავტობუსით ან ტაქსით. ბარსელონა ესპანეთის წამყვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია. მას ყველაფერი აქვს რაც ტურისტებს სურთ: ისტორია, მუზეუმები, შენობები, ადგილობრივი სამზარეულო, ღამის ცხოვრება და კოსტა ბრავას ულამაზესი სანაპირო. რა უნდა ვნახოთ ბარსელონაში?
1. საგრადა ფამილია – Sagrada Famíli პირველი
რაც ბარსელონაში უნდა იხილოთ არის Sagrada Familia. ამ ტაძრის მშენებლობა 130 წელზე მეტია მიმდინარეობს
2. მიეცი თავს უფლება და დაიკარგე გოთური კვარტალში.
მთელი ეს ტერიტორია ფეხით მოიარე. აქ სეირნობისას გადააწყდები ძალიან საინტერესო დეტალებს, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეგხვდება ავგუსტუსის ეპოქის რომაული ტაძრების სვეტები, საკათედრო ტაძარი, გოთური ეპოქის მოედანი, სამეფო სასახლე და ა.შ.
3. სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია
ვია-ლაიეტანას ქუჩიდან ახლოს მდებარე სანტა-მარია-დელ-მარის ეკლესია წარმოადგენს კატალონიის გოთიკურ ბაზილიკას,ამ ტაძარს უფასოდ შეგიძლიათ ესტუმროთ დილის 9 საათიდან შუადღის 1 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 9-ის ნახევრამდე.
4. კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (MNAC)
MNAC-ში ვიზიტორები ჩაიძირებიან კატალონიის ისტორიაში სკულპტურების, ნახატების, ძველი რელიქციების და ბევრი სხვა ობიექტის მეშვეობით.შესვლა უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს. ასევე, ყოველ შაბათს 3 საათის შემდეგ.
5. იხილეთ არტ ნუვოს შედევრები Casa Batlló
კიდევ ერთი გაუდის მიერ დაპროექტებული მოდერნისტული საოცრებაა.
6. ციტადელის პარკი
ციტადელის პარკი ბარსელონას მწვანე ზონაა, მას გამოიყენებენ სარბენად, საპიკნიკოდ და მშვიდი კვირა დღეებისთვის. ხშირად ტარდება ფესტივალებიც. აქ შეგხვდებათ ბარსელონას ტრიუმფალური თაღი, შადრევნები, ტბა და სასეირნო ბილიკები.
7. ტრიუმფალური თაღი – El Arco de Triunfo
ეს თაღი აშენებულია იმიტომ რომ იგი ყოფილიყო მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ბარსელონას მსოფლიო გამოფენაზე. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც ბარსელონას მასპინძლობის სიმბოლოა.
8. გუელის პარკი
ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ მდებარე ღირსშესანიშნაობაა.როგორც წესი, აქ შესვლა ფასიანია, თუმცა უფასო ვიზიტის დაგეგმვაც შეგიძლიათ. ამისათვის პარკს ან დილით ადრე ან გვიან საღამოს უნდა ეწვიოთ. შესვლა უფასოა დილის 7 საათიდან 10-ის ნახევრამდე და საღამოს 8-დან 10 საათამდე. ასევე, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე პარკი უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს და აპრილიდან ოქტომბრამდე ყოველ კვირას საღამოს 5 საათიდან 10 საათამდე.
9. აკვარიუმი – Aquàrium Barcelona
ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი აკვარიუმი რომელიც 1995 წელს გაიხსნა. იგი შედგება 21 აკვარიუმისგან და თითოეული გათვლილია მათში მცხოვრები ორგანიზმების ცხოვრების პირობების მაქსიმალური სიზუსტით.
10. მონჟუიკის მთა ბარსელონაში
Montjuïc მონჟუვაკი ცნობილი მთაა არა მხოლოდ ბასელონაში, არამედ მთელ ესპანეთში. მისი სიმაღლე 177 მეტრია. აქ მდებარეობს უამრავი პარკი და ღირსშესანიშნაობა, რაც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის. ადგილობრივებიც კი სიამოვნებით ატარებენ ხოლმე დროს აქ.
11. შოკოლადის მუზეუმი ბარსელონის ყველაზე გემრიელი ადგილი
ალბათ შოკოლადის მუზეუმია. ვიზიტორებს შოკოლადის ისტორიის ნაცვლად, შოკოლადისგან დამზადებული სკულპტურები უფრო აინტერესებთ, მათ შორისაა Sagrada Familia-ს სკულპტურაც.
12.Gaudi's Surreal Park
ფერადი და მხიარული პარკი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის მისი უნიკალური არქიტექტურის გამო
13. შოპინგი ნამდვილი სიამოვნებაა
აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, ბუტიკებს, სავაჭრო ქუჩებს. ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. ერთ-ერთი ცნობილი ქუჩაა – Passeig de Gracia, სადაც შეხვდებით როგორც ძვირიან მაღაზიებს (Chanel, Gucci, Louis Vuitton, Dolce&Gabbana, Moscino) ასევე ესპანურ, საკმაოდ შეღავათიან მაღაზიებსაც (Zara, Mango, H&M და სხვ.).
14. დაისვენეთ ბარსელონას სანაპიროზე Barceloneta Beach
ბარსელონას ურბანული სანაპიროა და გაძლევთ საშუალებას განიტვირთოთ ქვიშაზე ქალაქის დატოვების გარეშე.
ამინდი ესპანეთში ესპანეთის კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდგრადია ევროპაში.ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურას შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ზამთარი დეკემბრიდან თებერვლამდეა, ზაფხული, შესაბამისად, გრძელდება ივნისიდან აგვისტომდე. სანაპიროზე არდადეგები ყველაზე მიმზიდველია აგვისტოში, როდესაც ზღვის წყალი ათბობს მაქსიმალურ ტემპერატურამდე.
15. FC Barcelona-საფეხბურთო კლუბის მუზეუმი
ბარსელონას საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ხართ? აუცილებელად ეწვიეთ თქვენი საყვარელი კლუბის მუზეუმს. დაათვალიერეთ სპორტული ჯილდოები, იხილეთ „კაპ ნოუ“-ს სტადიონი, VIP ლაუნჯები და სხვა.
16. აუცილებლად დალიე Bar Marsella-ში
ამ ბარში დალევა და დროის ტარება უყვარდა სალვადორ დალისა და ერნსტ ჰემინგუეის. ასეთი ბარები ძალიან ნოსტალგიურია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროის გასვლის მიუხედავად, მისი ინტერიერი უცვლელია.
17. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ესპანური კერძების დაგემოვნება!
ესპანური სამზარეულო საკმაოდ დახვეწილია. ბარსელონაში ხშირად ეწყობა გასტრონომიული ბაზრობები და გამოფენები, იმართება კულინარიული ექსკურსიები ძველ ქალაქში. ჩმოვთვალოთ რამდენიმე კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ რომ შეიგრძნოთ ესპანურ სამზარეულოს ხიბლი:პაეია (Paella),ხამონი (Hamon),გასპაჩო (Gazpacho),შავი ბრინჯი (Arròs negre),ჩუროსი (Churros) და ა.შ
რა უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაუროთ შედარებით დაბალი ბიუჯეტით ბარსელონაში? ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით,
ბარსელონაში ცხოვრება იაფია. კიდევ უფრო ნაკლები დაგეხარჯებათ, თუ ქალაქის გარეუბნებსაც ესტუმრებით. ქალაქში გადაადგილებისთვის ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი მეტროა. ქირავდება ველოსიპედები და მოპედებიც.მუზეუმებში შესვლა საშუალოდ 15 ევროდან იწყება. ეგრეთ წოდებულ „street food“-თან შედარებით, სადაც საშუალოდ სადილში 3 ევრო დაგეხარჯებათ, კაფეებში სადილი 40 ევრომდე დაგიჯდებათ. თუ სანაპიროზე გახვალთ,15 ევროდაც მიირთმევთ ზღვის პროდუქტების ასორტს.
საკმაოდ ტურისტული ადგილია ბაზარი „ლაბოკეირა“, სადაც ნებისმიერ სასუსნავს, ხილის წვენს 1 ვეროდ იყიდით და გირჩევთ, რომ აუცილებლად ესტუმროთ. მარტივი მისაგნებია და დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.
ველოსიპედის მოყვარული ქალაქი: თუ გიყვართ ველოსიპედით სეირნობა, ბარსელონა შესანიშნავი ადგილია.
დაუსრულებელი ღამის ცხოვრება: ბარსელონა გამოირჩევა მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული ადგილებით, სადაც განიტვირთებით და ესპანური ღამის ცხოვრებით ისიამოვნებთ.
რაღაც ყოველთვის ხდება: ბარსელონას ახასიათებს ღონისძიებები, ფესტივალები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. აქ თითქმის არასდროს მოიწყენთ.
ხელსაყრელი ადგილმდებარეობა: ქალაქის გულში არის სანაპირო, მასთან ახლოს კი მთებია განლაგებული. გაიფართოვეთ კავშირები: თუ გსურთ მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ეს ბარსელონაში შეგიძლიათ, რადგანაც ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საერთაშორისო ქალაქია. ქალაქის ადგილმდებარეობა: შეგიძლიათ მარტივად აღმოაჩინოთ ესპანეთის დანარჩენი კუთხეები თუ სხვადასხვა ადგილები ბარსელონადან. მარტივად ეწვევით საფრანგეთს, პორტუგალიას, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას. ამასთანავე, ძალიან ახლოს ხართ ჩრდილოეთ აფრიკასთან.
აბა შენ იცი, საოცარი მოგონებებით სავსე მოგზაურობა გვისურვებია
Comments