top of page

აუცილებლად სანახავი ადგილები რომში

რომი არის საგანძურის ერთი დიდი, დიდებული გალერეა. ყველა ეკლესიაში, სამლოცველოში თუ მოედანზე შეხვდებით ისტორიულ შედევრებს, რომელიც სუნთქვას შეგიჩერებთ. ეს არის ქალაქი, მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

აუცილებლად სანახავი ადგილები რომში. ვატიკანი რომში მოგზაურობისას პირველი რაც აუცილებლად გაგვახსენდება ეს არის ვატიკანის ქალაქ სახელმწიფო. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს.

ვატიკანში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ვატიკანის მუზეუმი და პეტრეს ტაძარი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ ლიფტით ახვიდედთ პეტრეს ტაძრის გუმბათის ყელში და შიდა მხრიდან დაათვალიეროთ ტაძარი. თუ გუმბათის თავზე ასვლაც მოგესურვებათ ფეხით უნდა გააგრძელოთ გზა, დაახლოებით 300 კიბის ავლა მოგიწევთ. ვისაც გულის ან წონის პრობლემები გაქვთ აქ ასვლას არ გირჩევთ, ძალიან გაგიჭირდებათ სიარული. მაგრამ ვინც ასვლას გადაწყვეტს საოცარ სანახაობას ვპირდებით. მთელი ვატიკანი ხელის გულზე გადაგეშლებათ.


კოლისეუმი - ფლავიუსების გიგანტური ამფითეატრი. აქ ძირითადი სანახაობები გლადიატორთა ბრძოლები გახლდათ. კოლისეულის აგება ახ.წ. 75-80 წწ. დაიწყო იპმერატორ ესპასიანეს დროს. ძეგლი მიწისძვრებმა რამდენჯერმე დააზიანა, თუმცა ის მაინც რომის სიმბოლოს, არქიტექტურულ ძეგლს და სავიზიტო ბარათს წრმოადგენს.

პანთეონი - პანთეონის გუმბათი დღემდე არის მშოფლიოში ერთადერთი არარკინაბეტონის გუმბათი. ადგილობრივად მას სანტა მარია დელა როტონდას უწოდებენ. რომის პანთეონი არის რევოლუციური ნაგებობაა ძველ რომაულ არქიტექტურაში.

ლათინური წარწერა "M.AGRIPPA.L.F.COS.TERTIVM.FECIT" სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "მარკო აგრიპა, ლუციუსის ძე, აშენებული მისი მესამე საკონსულოს დროს".


რომის ფორუმი - ანტიკური რომის არქიტექტურული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასე ეწოდებოდა ქალაქის მოედანს, რომელსაც უკვე რომის რესპუბლიკის ხანაში არქიტექტურულად გაფორმებული მხატვრული სახე ჰქონდა. რომის ხუროთმოძღვრების სხვა მონაპოვრებთან ერთად, ფორუმი ქალაქთმშენებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა.

ტრევის შადრევანი - ბაროკოს სტილის შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ. არსებობს ლეგენდა, რომ თუ შადრევანში ჩააგდებ ერთ მონეტას აუცილებლად დაბრუნდები რომში, ორი მონეტა — სასიყვარულო შეხვედრაა, სამი — ქორწილი, ოთხი — სიმდიდრე, ხუთი კი — განშორება. ყოველი წლის ბოლოს შადრევნიდან, დაახლოებით, 700 000 ევროს იღებენ.

კაპიტოლინის მუზეუმი - მსოფლიოში უძველესი საზოგადოებრივი სამუზეუმო კომპლექსი, რომელსაც საფუძველი პაპმა სიქსტუს IV-ემ 1471 წელს ჩაუყარა და „რომაელ ხალხს“ ანტიკური ბრინჯაოს კოლექცია გადასცა საჩუქრად, რომელიც მანამდე ლატერნაში ინახებოდა. მუზეუმი შედგება ორი სანახაობრივი შენობისგან, რომელიც მდებარეობს პიაცას დელ კამპიდოლიოში: კონსერვატორების სასახლე (Palazzo dei Conservatori) და ახალი სასახლე (Palazzo Nuovo). ორივე შენობას უკავშირდება მიწისქვეშა გადასასვლელი, სახელწოდებით Galleria Lapidaria, რომელიც კვეთს Plaza del Campidoglio– ს, მათი დატოვების გარეშე.

ესპანური კიბეები – ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე ცნობილი კიბეებია. ამ საოცარი ადგილის დანახვისას აუცილებლად გაგახსენდებოდათ კადრი ცნობილი ფილმიდან “რომაული არდადეგები“. თუკი იქვე ახლოს ტრადიციული იტალიური ნაყინიც იყიდეთ, რომელთან ერთადაც ეს კიბეები ჩამოირბინეთ, მაშინ თქვენი მოგზაურობა ნამდვილ ჯადოსნურ მოგონებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

რამდენიმე ფაქტი ესპანური კიბეებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. ესპანური კიბე 1725 წელს ააშენეს და ზუსტად 135 საფხურისგან შედგება.

2. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ღირსშესანიშნაობა ბოდიალისგან შესასვენებლად და წასახემსებლად თითქოს საუკეთესო ადგილია, თუმცა კიბეზე საკვების მიღება კანონითაა აკრძალული და მცდელობას საკმაოდ სოლიდური ჯარიმაც მოყვება.

3. ესპანური კიბეების დასაწყისთან მდებარეობს შადრევანი რომელსაც, „უშნო ნავის ფანტანი“ ქვია. ყველაფერი კი ძველ ლეგენდას უკავშირდება. ერთ დროს რომში ძლიერი წყალდიდობა ყოფილა და მეთევზეების გემი გაუტაცებია. გემმა ქუჩა-ქუჩა იარა და შადრევნის შექმნის იდეაც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.

4. იმის მიხედვით, თუ როდის ეწვევით ესპანურ კიბეებს, სხვადასხვანაირი დეკორაციის ნახვის შანსი გექნებათ. მაგალითად, გაზაფხულზე კიბეები ვარდისფერი ყვავილებითაა გაფორმებული და მისი მონახულება ამ დროს განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ბორგეზეს ვილა - მე-XVII საუკუნის დასაწყისში პაპის ტახტი დაიკავა ქამილო ბორგეზემ, სახელით პავლე V ბორგეზე. გალერიას არ ჰყავს ტოლი მსოფლიოში, სადაც ინახება კარავაჯოს 6 ტილო და ბერნინის 6 სკულპტურა. სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ნამუშევრები, როგორიცაა რაფაელო, რუბენს, დომენიკინო, კორეჯიო და ა. შ. ვილის გარშემო არსებულ სახალხო პარკში ინახება ჩვენი საყვარელი მწერლის შოთა რუსთაველის ძეგლი ბიუსტი.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, იტალიის მთავრობამ ბორგეზების ოჯახისგან შეისყიდა ვილა და გალერიად გადააქცია, ბაღები კი სახალხო პარკად.

რჩევა - გალერიაში არ დაიშვება საშუალო ზომის ხელჩანთით შესვლა, მისაღებში უნდა ჩავაბაროთ, თუკი არ ენდობით საფულის და პირადი საბუთის გარდერობში დატოვებას, გირჩევთ თან იქონიოთ ძალიან პატარა ხელჩანთა.

წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე - Castel Sant'Angelo რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. თავდაპირველად აკლდამას წარმოადგენდა, შემდეგ ციხე-სიმაგრე იყო, პაპის რეზიდენცია და მისი ქონების სანახი, ასევე ციხე, დღეს კი მუზეუმია.

ნავონას მოედანი (Piazza Navona).

ყოფილი რომაული სტადიონი რომის ერთ-ერთ ულამაზეს მოედანად იქცა. მე-15 საუკუნიდან პიაცა ნავონა მსახურობდა ჩვეულებრივად როგორც ბაზრის მოედანი. აქ იმართებოდა კარნავალები და საცხენოსნო შეჯიბრებები. მოედანზე არის ბერნინის მიერ შექმნილი ოთხი მდინარის ცნობილი რომაული შადრევანი. ამ შადრევანზე გამოსახული მდინარის ღვთაებები განასახიერებენ იმ დროისთვის ცნობილ კონტინენტებს - ევროპას, აფრიკას, აზიასა და ამერიკას. ბერნინიმ ასევე ოდნავ შეასწორა მურის შადრევანი, რომელიც ადრე ჯაკომო დელა პორტას მიერ იყო გაკეთებული.

წმ. მარია მაჯორეს ბაზილიკა

მსოფლიოში შვიდი ბაზილიკადან ერთ-ერთი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს პილიგრიმებისთვის, აქ ასევე არის დაკრძალული ცნობილი არქიტექტორი ბერნინი. 432 წლით დათარიღებული ეს ბაზილიკა არის რომის ოთხი საპატრიარქო ბაზილიკადან ერთ-ერთი. ამბობენ, რომ ბაზილიკა სასწაულებრივად დაეცა Esquiline Hill-ის მწვერვალიდან მის ამჟამინდელ ადგილას 358 წელს.

სიმართლის პირი - ზღვებისა და ოკეანეების მბრძანებლის, ტრიტონის პირქუში სახე კოსმედინის ეკლესიაში სანტა მარიას პორტშია დამონტაჟებული. ეკლესია მდებარეობს მდინარე ტიბრის მარცხენა ნაპირზე, ძველი რომაული ნაგებობების ადგილზე. მეცნიერები თვლიან, რომ ღირსშესანიშნაობა დაახლოებით 2200 წლისაა და რომაელები დარწმუნებულნი არიან, რომ ნიღბის მკაცრი მზერის ქვეშ ტყუილის თქმა შეუძლებელია!

,,პალაცო დორია პამფილი“- მე-15 საუკუნის კერძო სასახლე. არის ცნობილი სამხატვრო გალერეა, რომელიც აცოცხლებს იტალიელი მხატვრების შედევრებს, როგორიცაა რაფაელო, ტიციანო და კარავაჯო.

მუზეუმი, რომელიც თავდაპირველად აშენდა პამფილჯების ოჯახისთვის, ახლა შეიცავს საინტერესო ნახატებს და ისტორიულ არქივებს.

Doria Pamphilj-ის გალერეაში ნახატები მოწყობილია მე-18 საუკუნის ბოლოს, როგორც აღწერილია დორია პამფილჯის ისტორიული არქივის ხელნაწერში, რომელიც დათარიღებულია 1767 წ.



ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

  • რომის ეროვნული მუზეუმი.

  • ეროვნული ეტრუსკული მუზეუმი.

  • რომის ცივილიზაციის მუზეუმი.~ და სხვა.

ეს ჩამონათვალი არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამომდინარე იქედან, რომ ყველა ქუჩის კუთხეში ძვირფასად მოპირკეთებული ბაზილიკები, სასახლეები/ სახლები, მოედნები და შადრევნები გვხვდება. უფრო მეტის გასაგებად და შესაცნობად აუცილებლად იმოგზაურეთ რომში.










166 views0 comments

Comments


bottom of page